ელექტრონული მუსიკის ფესტივალის პირველი დღე

28 მაისი 2016, 00:00 3235 ნახვა

"ანსაუნდი" - ბათუმში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიხსნა. საკუთარი უახლესი ნაწარმოებები მსმენელს ხუთმა შემსრულებელმა წარუდგინა. მათ შორის იყო ცნობილი ქართველი მუსიკოსი ნატალია ბერიძე. ფესტივალის პირველ დღე გერმანელ და ბრიტანელ შემსრულებლებსაც დაეთმო. ღონისძიების ორგანიზატორი გოეთეს ინსტიტუტია. "ანსაუნდი" დღეს დაიხურება. ფესტივალი, რომელიც 2003 წელს კრაკოვში დაფუძნდა, ბათუმში პირველად ტარდება.

ამავე კატეგორიაში