''საოპერო ხელოვნების ისტორიიდან''-ნოდარ ვარშანიძის წიგნის პრეზენტაცია

04 მაისი 2017, 00:00 2329 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პროექტი - ''საოპერო ხელოვნების ისტორიიდან'' გრძელდება. პროექტის ფარგლებში, პედაგოგისა და საოპერო მომღერლის, ნოდარ ვარშანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

სპეციალისტების შეფასებით, ''ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია'' სასწავლო სახელმძღვანელოდ შეიძლება ჩაითვალოს. წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, ხათუნა ჯალაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართა. მუსიკალურ ცენტრში მომდევნო ღონისძიება 31 მაისს გაიმართება და საღამო გუსტავ მალერს დაეთმობა.

ამავე კატეგორიაში