ბიუროს სხდომა უმაღლეს საბჭოში

04 მაისი 2017, 00:00 3706 ნახვა

"ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში" შესაძლოა, კიდევ ერთი ცვლილება შევიდეს. ამჯერად ინიციატორი აჭარის უმაღლესი საბჭოა. ცვლილება აჭარაში საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებამოსილების განსაზღვრას უკავშირდება. დღემდე ამ უფლებით საქართველოს განათლების სამინისტრო სარგებლობდა. ახალი კანონპროექტის გათვალისწინების შემთხვევაში კი საკითხს აჭარის განათლების სამინისტრო გადაწყვეტს.

დღეს ბიუროს სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი არ ეთანხმება. ბიუროზე განსახილველ საკითხებს შორის იყო კომისიების დაკომპლექტებისა და მასში ფრაქციების კვოტირების საკითხი. დებულებაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა, პეტრე ზამბახიძის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლამ განაპირობა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში