გიორგი კვირიკაშვილისა და იოჰანეს ჰანის შეხვედრა

05 მაისი 2017, 00:00 1885 ნახვა

ამ წუთებში, ევროკომისარს, მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილი ხვდება. შეხვედრას მთავრობის წევრებიც ესწრებიან. მოგვიანებით ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

დოკუმენტს იოჰანეს ჰანი  და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მოაწერენ ხელს.  მას შემდეგ რაც მხარეები შეთანხმებას მოაწერენ ხელს, დაგეგმილია მედიისთვის პრემიერ-მინისტრისა და  იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები. 

ამავე კატეგორიაში