იოჰანეს ჰანის გზავნილები

05 მაისი 2017, 00:00 1454 ნახვა

იოჰანეს ჰანის ვიზიტი საქართველოში და შედეგები. ევროკიმისარმა დღეს შეხვედრა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე, თბილისში ევროპული სკოლის გახსნის გადაწყვეტილება გაახმოვანა. შეხვედრა შედგა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთანაც, საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო. დღესვე ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად 32 მილიონ ევროს გამოყოფს.

ამავე კატეგორიაში