ჩვენ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებს ვიღებთ, მაგრამ ეს ის არის რაც ჩვენ გვინდა?

08 მაისი 2017, 00:00 2192 ნახვა

"2015 წლიდან დაწყებული ყველა პარტია​ არასამთავრობო ორგანიზაციები,რომელიც ფუნქციონირებს ქვეყანაში შეიკრიბნენ პრეზიდენტის ადმინისტარციაში და ერთად მივედით ხედვამდე, რომ უნდა გვქონოდა რეგიონალურ პროპორციული საარჩევნო სისტემა.

ამ თვალსაზრისით ჩამოყალიბდა ხედვა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავსულიყავით. ახლანდელი ცვლილებებით,  პროპორციული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფილია, მაგრამ ისეთი ნიუანსებია ჩადებული ახალ კონსტიტუციაში, რომ არ ტოვებს სამართლიანობის განცდას.  

ვისაუბროთ ამ ნიუანსებზე -  ეს არის 5% ბარიერი, ბლოკების უგულებელყოფა და და გადაუნაწილებელი მანდატები. 

5 პროცენტიანი ბარიერის დაწესება და ბლოკების უგულებელყოფა ეს არის გამოწვევა ოპოზიციისთვის და მათ რატომ არ ვეკითხებით რა სჭირდებათ მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რატომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მათზე უკეთ ვიცით, რა არის მათ განვითარებისთვის საჭირო?  

ამასთან, რატომ ვფიქრობ, რომ სამართლიანია გაუნაწილებელი მანდატების მიცემა გამარჯვებულ პარტიაზე? ხმა რომელსაც ვაძლევთ ჩვენ საარჩევნო ყუთთან არის გადამწყვეტი და ამ ბონუსის სისტემებით, შენი ხმა ვიღაცას ალოგიკურად ეძლევა.

გამაგებინეთ, შენი ხმის სხვისთვის მიცემა რატომაა დემოკრატიული?  არაფრის დიდებით, ეს არაა სწორი. მთავარი ღირებულება არის ის ერთი ხმა, რომელიც ამომრჩეველმა შემოხაზა. ესაა წმინდა იმ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელზეც ფუძნდება სახელმწიფო და პოლიტიკოსის ლეგიტიმაცია. რა უფლება გვაქვს ჩვენ ეს გავამართლოთ იტალიის ან საბერძნეთის მაგალითზე.

ბონუსებთან მიმართებაში იტალიური სისტემა მოგვწონს, პრეზიდენტის შემთხვევაში გერმანული, ბარიერზე კიდე სხვისი- და საბოლოო ჯამში სხვადასხვა სისტემებს ვიღებთ, რომელიც არაა ჩვენი საზოგადოებისგან ნაკარნახევი.

მე მინდა ვთქვა - ამ ცალკეული სისტემებიდან მოტანილი მაგალითები არ გაძლევს სურათს, რომ შენი ხმა დაცულია ამ ქვეყანაში და ცდება ​ დემოკრატიის ლოგიკას.

ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტს სხვაგან ირჩევენ არაპირდაპირი წესით და ეს არ არის არადემოკრატიული, მაგრამ ეს ის არის რაც ჩვენ გვინდა?" 

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ამავე კატეგორიაში