საკრებულოს დეპუტატი: ''ტურისტულ სეზონზე ქობულეთში სასმელი წყალი საკმარისი არ იქნება''

08 მაისი 2017, 00:00 3773 ნახვა

ქობულეთში წყლის შემკრები ე.წ. მთავარი გალერეა  3 თვეა გაუქმებულია. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი აცხადებს, რომ ტურისტულ სეზონზე  ქალაქში სასმელი წყალი საკმარისი არ იქნება. ბონდო თედორაძის განცხადებით, შემკრები ნაგებობა 720 კუბურ მეტრ  წყალს აწვდიდა მოსახლეობას, ამჟამად კი მხოლოდ 5 ჭაბურღილი მუშაობს, რის გამოც წყლის მოცულობა  600 კუბურ მეტრამდე შემცირდა.

დეპუტატი ზურაბ პატარაძეს ფაქტით დაინტერესებისა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. პრეტენზიებს ქობულეთის გამგებელმა უპასუხა. სულხან ევგენიძის განცხადებით,  დამატებითი ჭაბურღილების შესაძენად გამოცხადებული 427 ათას ლარიანი ტენდერი უკვე დასრულებულია, და კომპანიასთან ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება. ევგენიძე ირწმუნება, რომ ქობულეთში წყალმომარაგება არ შეფერხდება.

ამავე კატეგორიაში