განათლების მინისტრი მაღალმთიან აჭარაში

08 მაისი 2017, 00:00 3105 ნახვა

პირველი შეხვედრა საქართველოს განათლების მინისტრთან. ალექსანდრე ჯეჯელავა ქედის, შუახევის და ხულოს 200-მდე პედაგოგს შეხვდა. მასწავლებლებმა რამდენიმე საკითხში ითხოვეს დახმარება, მათ შორის ლაბორატორიების ტექნიკური აღჭურვილობისა და ინტერნეტის მხრივ. პედაგოგებმა პენსიის სტაჟის მიხედვით გაცემის აუცილებლობასა და მთის კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს. ალექსანდრე ჯეჯელავა დღესვე, ხიჭაურის უნივერსიტეტში მიტროპოლიტ სპირიდონს და ლექტორებსაც შეხვდა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში