გუგული მაღრაძე; ლუჟკოვი დღეს რუსეთის რიგითი მოქალაქეა და მას არავითარი პოლიტიკური პოსტი არ უჭირავს

09 მაისი 2017, 00:00 2722 ნახვა

"საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე არ გავამახვილებდი ყურადღებას ლუჟკოვის ვიზიტზე" -  ასე გამოეხმაურა გუგული მაღრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ვიზიტს დ ამის შეფასებებს. "ლუჟკოვი დღეს რუსეთის რიგითი მოქალაქეა და მას არავითარი პოლიტიკური პოსტი არ უჭირავს. როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ, ისე გადმოკვეთა საზღვარი. ამიტომ მესაზღვრეს ვერ ვეტყვით, რომ ვისზეც არ გვაქვს ობიექტური ინფორმაცია დააკავონ,  მას პასპორტში იმის მანიშნებელი ბეჭედი არ ჰქონდა, რომ ის იმყოფებოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე" - განაცხადა მაღრაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება დეოკუპაციის სტრატეგია, თუ როგორ უნდა იყოს იმ ადამიანთა მიმართ დამოკიდებულება, რომელმაც დაარღვია კანონი, ხოლო თუ კანონში ცვლილებები გვჭირდება უნდა შევიდეს კიდეც. ამ სტრატეგიას მხარი, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც უნდა დაუჭირონ და აღიარონ.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში მეოთხე დღეა იმყოფება. მას დარღვეული აქვს კანონი „საქართველოს ოკუპაციის შესახებ“, თუმცა მას საზღვრის კვეთისას პრობლემა არ შექმნია. 

მოსკოვის ყოფილმა მერმა ასევე განცხადებაა გააკეთა ჟურნალისტებთან, რომ საქართველო აფხაზეთსა და ოსეთის გარეშე უკეთესად იქნება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში