ზურაბ პატარაძე: ქობულეთში წყლის პრობლემა არსებობს

09 მაისი 2017, 00:00 3859 ნახვა

"ქობულეთში წყლის პრობლემა არსებობს და ახალი ჭაბურღილების მოწყობა აუცილებელია" - განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა, პატარაძის განცხადებით ის უახლოეს დღეებში პირადად ჩავა და უფრო დეტალურად შეისწავლის არსებულ პრობლემას და მის გადაჭრის გზებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. 

"მუნიციპალიტეტს მივმართავ, რომ ჩატარდეს წყლის პრობლემების ირგვლივ პრეზენტაცია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი" - განაცხადა პატარაძემ

გუშინ, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა განცხადებაა გააკეთა და სეზონზე ქობულეთში სასმელი წყალი დეფიციტის შესახებ ისაუბრა.

 ქობულეთში წყლის შემკრები ე.წ. მთავარი გალერეა  3 თვეა გაუქმებულია. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი აცხადებს, რომ ტურისტულ სეზონზე  ქალაქში სასმელი წყალი საკმარისი არ იქნება. ბონდო თედორაძის განცხადებით, შემკრები ნაგებობა 720 კუბურ მეტრ  წყალს აწვდიდა მოსახლეობას, ამჟამად კი მხოლოდ 5 ჭაბურღილი მუშაობს, რის გამოც წყლის მოცულობა  600 კუბურ მეტრამდე შემცირდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში