საქართველოს პრემიერი: ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტაში მომუშავეთა ოჯახებს

09 მაისი 2017, 00:00 2709 ნახვა

"ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტაში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი,” – წერს გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ტყიბულში მომხდარი ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი.   

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში