აუდიტორია #115 აქციას აანონსებს: ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

09 მაისი 2017, 00:00 2332 ნახვა

აუდიტორია #115  აქციას აანონსებს. მოძრაობის წევრები  აქციას თბილისში, პარლამენტის შენობასთან გეგმავენ. სოცალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:  

"ტყიბულში ოთხი მეშახტე დაიღუპა. 
 ჩვენ ახლა შეგვიძლია ყელშიბურთგაჩხერილები ვისხდეთ სახლში, ტელევიზორებთან, სოციალურ ქსელებთან ან ვთქვათ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, ვემხრობით სხვადასხვა ეკონომიკურ მოდელებს, მაგრამ დღეს საქმე ეხება ადამიანის თავისუფლებასა და სიცოცხლეს.  უპასუხისმგებლო სახელმწიფო და ბიზნეს ელიტები აიძულებენ ადამიანებს იცხოვრონ და იმუშაონ მონურ პირობებში. ელიტები ამბობენ,რომ მუშები შეიძლება დაიხოცნენ ერთეულების გამდიდრებისათვის.  

ჩვენ კი ვამბობთ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

აქ და ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა მონობის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის და სიცოცხლის გადასარჩენად" - აუდიტორია #115 მიმართვაში.  .

აუდიტორია #115 აქცია ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 4 მუშის გარდაცვალების შემდეგ დააანონსა. 

 

 

 

ამავე კატეგორიაში