უკრაინის ელჩი ბიზნესმენებს შეხვდა

10 მაისი 2017, 00:00 3611 ნახვა

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ტუროპერატორები, სხვადასხვა პროდუქციის იმპორტიორები და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განიხილეს ორი ქვეყნის სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. უკრაინის ელჩმა ხაზი გაუსვა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში ექსპორტის შეტანისას ქართველ ბიზნესმენებს ექმნებათ. იგორ დოლგოვი ბიზნესმენებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.  

ამავე კატეგორიაში