შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს

10 მაისი 2017, 00:00 3302 ნახვა

კონფლიქტი შუახევის კულტურის ცენტრში და ახალი უფროსი. გამგებელმა, თანამშრომლების მიერ ყოფილი დიტრექტორის სამსახურში აღდგენის მოთხოვნიდან რამდენიმე საათში, ახალი უფროსი დანიშნა. მაკა მაკარაძის წარდგენას ვახტანგ ბერიძეც ესწრებოდა.

მცირე კონფლიქტი სწორედ ბერიძესა და გამგებელს შორის წარმოიშვა, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. ტარიელ ებრალიძე კი აცხადებს, რომ იგი მისივე განცხადებებისა და შეუთავსებლობის გამო წავიდა დაკავებული პოზიციიდან.

რაც შეეხება ახალ უფროსს, მაკარაძე ბოლო პერიოდში სკოლის დირექტორის, მანამდე კი გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში