ერმაკოვმა ავტოტრანსპორტის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებას მოაწერა ხელი

11 მაისი 2017, 00:00 3852 ნახვა

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა შპს "ავტოტრანსპორტის" დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებას უკვე მოაწერა ხელი. ბრძანება მერმა გუშინ გამოსცა. 

10 მაისვე დაიწერა ბრძანება დუმბაძის მოადგილის, ბიძინა ბიბილეიშვილის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ.

პაატა დუმბაძე შპს"ავტოტრანსპორტში" 2014 წლის მარტიდან მუშაობდა, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაწერა. შპს "ტრანსპორტში" იგი კერძო სექტორიდან მოვიდა, მანამდე "თეგეტა მოტორსის" ბათუმის ფილიალის მენეჯმენტში მუშაობდა. 

უცნობია ვინ ჩაანაცვლებს დუმბაძეს ამ პოზიციაზე, ქალაქის მერის განცხადებით მიმდინარეობს კანდიდატურაზე მსჯელობა. 

ამავე კატეგორიაში