ლობირებს თუ არა ააიპ-ის მუხრან ვახტანგაძე?

11 მაისი 2017, 00:00 4183 ნახვა

“მუხრან ვახტანგაძის საქველმოქმედო ფონდთან” დაკავშირებული ორგანიზაცია მერიის ათობით ტენდერს იგებს. “აჭარის მასობრივი სპორტის ფედერაციის”  მოქმედი პრეზიდენტი ბადრი შამილაძე პარლამენტარის ფონდის თანადამფუძნებელია. ის სხვა 4 პირთან ერთად მერიის ტენდერებში იმარჯვებს და ასობით ათას ლარს, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, იღებს.  

ორგანიზაციას ყოველწლიურად სპორტის დეპარტამენტიც აფინანსებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” ეჭვობენ, რომ, შესაძლოა, სატენდერო პირობებს ერთ კონკრეტულ პიროვნებას არგებენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში