ზურაბ გოგრგილაძის ხსოვნის საღამო

12 მაისი 2017, 00:00 4056 ნახვა

ზურაბ გორგილაძის 80-წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბათუმურ საღამოს“ ამჯერად დედაქალაქმა უმასპინძლა. რუსთაველის თეატრში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.  ზურაბ გორგილაძე ბევრი ცნობილი  ლექსის ავტორია, მათ შორისაა “ოჰოი, ნანა”, ასევე, „მიმოზების ბილიკებით“, რომელიც კომპოზიტორმა ჯანსუღ კახიძემ ბათუმის  ჰიმნად აქცია.  

საიუბილეო კონცერტში ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, დათო ევგენიძე, ლაშა ღლონტი, აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის  სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, „ბერმუხა“ და სხვა ხელოვანები მონაწილეობდნენ. საღამოს ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვანები, რეგიონის მთავრობის წარმომადგენლები, პოეტის მეგობრები და თაყვანისმცემლები დაესწრნენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში