ტენდერი  ამბულატორიების რეაბილიტაციისთვის

13 მაისი 2017, 00:00 2480 ნახვა

ხულოში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული ამბულატორიების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ორი შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი დასრულებულია, ხოლო სამზე არა. ფუშრუკაულისა და თხილვანის ამბულატორიებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ კვირაში დაიწყება. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 47 ათასი ლარი დაიხარჯება. ამჟამად მუნიციპალიტეტში 11 სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში