საერთაშორისო პლენერი

13 მაისი 2017, 00:00 2451 ნახვა

''მეგობრობის პალიტრა 2017-ი'' საერთაშორისო პლენერის  პირველი ეტაპი დასრულდა.  უცხოელი და ადგილობრივი მხატვრების მიერ ერთობლივად შექმნილი  100-მდე  ნამუშევარი, ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში გამოიფინა.

ნამუშევრების უმეტესობა ბათუმის თემატიკას მიუძღვნეს. პლენერის ორგანიზატორი საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდია და ის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

მეორე ეტაპი ივნისში გაიმართება. პლენერის მიზანი მხატვრების გამოცდილების გაზიარება და შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობაა.

ამავე კატეგორიაში