პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში

14 მაისი 2017, 00:00 2273 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,  პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად 14 მაისს სლოვაკეთს ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში 15 მაისს გაიმართება. რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები შედგება.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები ასევე, სლოვაკეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრემიერთან და ეროვნული საბჭოს სპიკერთან. პრეზინდეტის ვიზიტი სლოვაკეთში 17 მაისს დასრულდება.

ამავე კატეგორიაში