ბათუმის მერია ქალაქში ახალ ინვენტარს შემოიტანს

15 მაისი 2017, 00:00 3748 ნახვა

ბათუმის მერია ქალაქში ახალ ფანჩატურებსა და სკამებს შემოიტანს. ტენდერს მერიის აიპი ''ბათუმის კორპუსი'' აცხადებს. გამარჯვებული კომპანია ინვენტარს წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე განათავსებს. სატენდერო  თანხა 200 000 ლარია.  საქონლის მიწოდების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეა.  

მიმწოდებელმა  ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტი ან ნაკლი საკუთარი ხარჯით უნდა გამოასწოროს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები საქონლის გამოყენების პროცესში წარმოშობილი ხარვეზების გამოსწორებისთვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.

ამავე კატეგორიაში