ლევან ბერძენიშვილი: პოლიტიკურად უმწიფარი, გაუნათლებელია პარლამენტის თავმჯდომარე

15 მაისი 2017, 00:00 2701 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების გამო, რომ აუდიტორია #115 სტუდენტების მოთხოვნა ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა კომუნისტური გადმონაშთია, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა  გაუნათლებლობად შეაფასა. 

ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს: "პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც ილიას სახელით ახალგაზრდებს ებრძვის და კრიტიკას კომუნიზმად ნათლავს, არის პოლიტიკურად უმწიფარი, გაუნათლებელი და არასწორად დასმული თავის ადგილზე". 

თბილისში, საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხმაურში გადაიზარდა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აუდიტორია #115 წევრები ჩაფხუტებით  შევიდნენ შეძახილებით - "ოთხი მეშახტე"  და  ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს.

ამავე კატეგორიაში