ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე ბათუმელებს ''სიურპრიზს'' პირდებიან

15 მაისი 2017, 00:00 5324 ნახვა

ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი - 18 მაისს, ბათუმში ბას-გიტარასთან გოჩა ყაჭეიშვილთან, საქართველოს ეროვნული სიმფონიურ ორკესტრთან და სახელმწიფო კაპელასთან ერთად კონცერტს გამართავენ. 

რეპერტუარი, როგორც მუსიკალურ ცენტრში აცხადებენ მრავალფეროვანი იქნება, კაპელა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებებს შეასრულებს. გუნდი იმღერებს ნინო ქათამაძესთან ერთად ერთობლივ კომპოზიციებს, მოგვიანებით კი მათ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრით ნიკოლოზ რაჭველი და გოჩა ყაჭეიშვილი შეუერთდებიან. 

"კონცერტი რეპერტუარი არასტანდარტული იქნება და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ჩვენი მსმენელისთვის. კონცერტზე იქნება კლასიკური ნომრები, თუმცა იქნება ნინო ქათამაძის სიმღერებიც და კაპელასთან ერთად შერეული რეპერტუარიც. სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, კაპელასთან და ნინოსთან ერთად რამდენიმე ნომერს შეასრულებენ" - აცხადებს მუსიკალური ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ცეცხლაძე. 

კონცერტზე მისულ მსმენელებს სიურპრიზიც ელოდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ კონცერტს შემოუერთდება მოწვეული აკორდეონისტი, თუმცა მისი ვინაობა ჯერ არ მჟღავნდება. 

კონცერტი 18 მაისს, საღამოს 7 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი გაიმართება.

ბილეთები მუსიკალური ცენტრის სალაროებში იყიდება. ბილეთის ფასი 10 და 15 ლარია. 

ამავე კატეგორიაში