უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი

15 მაისი 2017, 00:00 2244 ნახვა

უმაღლესი საბჭოს  2018  წლის  ბიუჯეტი  4  მილიონ 846 ათასი ლარი იქნება – პროექტი საკანონმდებლო ორგანოს კომისიებში განხილვისთვის დღეს გადაიგზავნა. ფინანსური დოკუმენტი მიმდინარე წლის ბიუჯეტის ანალოგიურია, თანხები გაზრდილი არ არის, მთავარი ცვლილება კი სახელფასო ფონდს უკავშირდება.  

დღესვე ბიუროს სხდომაზე 2016 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზეც იმსჯელეს. საფინანსო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბიუჯეტი 96 პროცენტით შესრულდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი შენიშვნები აქვთ.

ამავე კატეგორიაში