საყოველთაო განხილვა კიდევ 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება

16 მაისი 2017, 00:00 1993 ნახვა

კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დამატებით 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა.

კობახიძის თქმით, შეხვედრები გაიმართება უნივერსიტეტებში აკადემიურ წრეებთან, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.მისივე განმარტებით, განხილვები 1 თვის ვადაში დასრულდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შეხვედრა თვის ბოლოსთვის იგეგმება.

ამავე კატეგორიაში