სალოტბარო მიმართულება ხელოვნების სკოლაში

16 მაისი 2017, 00:00 3138 ნახვა

სიახლეა აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში. სასწავლო დაწესებულების პროგრამებს  სალოტბარო მიმართულება დაემატა.

დღეს სკოლასა და საქართველოს ფოლკლორის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ხელოვნების სკოლის მოსწავლეები უძველეს ხალხურ სიმღერებსა და ტრადიციულ საგალობლებს უფასოდ შეისწავლიან.

პედაგოგებად გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები  კონკურსის წესით შეარჩიეს.

ამავე კატეგორიაში