ქობულეთში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს

18 მაისი 2017, 00:00 3448 ნახვა

ქობულეთში ამ წუთებში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.  

გამგებელის მოადგილე 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშს წარადგენს.  დაგეგმილია ცვლილების შეტანა   მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების  ნუსხაში.

სულ დეპუტატები, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 26 საკითხზე იმსჯელებენ. 

განახლებული:

ქობულეთის საკრებულოს წევრებმა 2017 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიში მოისმინეს. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში  ბიუჯეტი 95 პროცენტით შესრულდა. შემოსულობების კვარტალური გეგმით  გათვალისწინებული 858 781 ლარიდან  ფაქტობრივმა შემოსავალმა 610 260 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ხარჯებს, ჯანდაცვას - 65 961 ლარი, განათლებას  - 246 239, სოციალური დაცვის სფეროს კი 10 519 ლარი მოხმარდა. საკითხებთან დაკავშირებით შენიშნვები ჰქონდათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. ისინი დოკუმენტში მოყვანილ ციფრებს სიყალბეს უწოდებენ, რადგან მათი თქმით, სეზონთან დაკავშირებით ქალაქში არაფერი კეთდება და შესაბამისად, ბიუჯეტი ვერ შესრულდებოდა.ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროსთან დაკავშირებით  უკმაყოფილება გამოთქვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ელგუჯა გოგმაჩაძემაც.

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში