ჩინეთთან დადებული ხელშეკრულების შეფასება

18 მაისი 2017, 00:00 2000 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას აფასებს. პრემიერ მინისტრის განცხადებით,  დოკუმენტი საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად  საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის.  

კვირიკაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს   ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,  ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების განვითარებას.  ქვეყნის პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ  საქართველო თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც მას ისტორიულად გააჩნდა.

ამავე კატეგორიაში