სტრასბურგის მოსამართლის ძმის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

18 მაისი 2017, 00:00 4555 ნახვა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩხრეკა, 3 საათზე მეტია მიმდინარეობს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ სამართალდამცავები იარაღს ეძებენ. წოწორიას სახლთან იმყოფება სახალხო დამცველის რწმუნებული აჭარაში, ციალა ქათამიძე, ის  პროცესს აკვირდება.

„ჩვენც ახლა გავიგეთ. საათნახევრის წინ იყვნენ მოსული და გვითხრეს, რომ იარაღის გამო იყო ჩხრეკა, ვერ პოულობენ. ადვოკატი აქ არის. არაფერი არ ვიცით. არ გვიშვებენ საერთოდ. ახლა განყოფილებიდან არის პოლიცია. ოთარს თავისი ცეხი აქვს და სახლში მუშაობს. რის საფუძველზეა ჩხრეკა, არ ვიცით. მისი და სტრასბურგშია მოსამართლე“,- ამბობს, ოჯახის რძალი, მარიკა მაჭუტაძე.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში