ბათუმში ჯგუფ “აეროსმიტს” ელოდებიან

19 მაისი 2017, 00:00 2847 ნახვა

 ხვალ, შეკვეთილში უპრეცენდენტო რაოდენობის ტურისტს ელოდებიან. ჯგუფ ,,აეროსმიტის” კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ,,ბლექსი არენას” დირექტორმა და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრეს. ანი კავლელიშვილის თქმით,  საიტზე  ბილეთები განთავსებიდან რამდენიმე წუთში გაიყიდა. ჯგუფის მოთხოვნით, უსაფრთხოების ზომები მაქსუმალურად იქნება დაცული და ამიტომ ე.წ-ლი სელფის ჯოხების შეტანა  საკონცერტო დარბაზის  შიდა პერიმეტრზე აკრძალულია. ჯგუფი ბათუმში დღეს, საკუთარი თვითმფრინავით  ჩამოფრინდება.ორგანიზატორები საიდუმლოდ ტოვებენ ვარსკვლავური ჯგუფის განთავსების ადგილსა და ჩამოფრენის დროს. 

ეს წუთია ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ჯგუფ აეროსმიტის პირადი თვითმფრინავი ჩარტერული რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. აეროპორტში იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი და შესაბამის ვიდეო მასალას ჩვენ მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში