პრემიერი იორდანიაში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო

20 მაისი 2017, 00:00 2027 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიაში „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში" მონაწილეობს.

მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ იორდანიის პრინცი, ესპანეთის მეფე და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი.

იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი დღეს იორდანიის მეფესა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

ამავე კატეგორიაში