აშშ-ს თავდაცვის მდივნის წერილი

20 მაისი 2017, 00:00 1931 ნახვა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა ქართველ კოლეგას ოფიციალური წერილი გამოუგზავნა. მატისი  თებერვალში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრას იხსენებს და აღნიშნავს, რომ აფასებს ქართველი ერის მტკიცე ერთგულებას საერთო დემოკრატიული ფასეულობებისადმი.

წერილში აღნიშნულია, რომ თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში.

ამავე კატეგორიაში