ნინო ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონია

20 მაისი 2017, 00:00 2067 ნახვა

სამბისტი ნინო ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ირინა ალექსეევას სძლია. ნინო ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა. ბელორუსის დედაქალაქში, სპორტის სასახლეში მიმდინარე სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სამი მედალი მოიპოვა - თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. პაატა ღვინიაშვილი ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ლევან ბერბერაშვილმა ბრინჯაო დაისაკუთრა.

ამავე კატეგორიაში