გიორგი ერმაკოვი: ობიექტებს ვერ ჩაამწკრივებენ, როგორც სავაჭრო რიგს

22 მაისი 2017, 00:00 3331 ნახვა

,,იქ იყო 10-15 ადმიანი, რომლებიც დამოუკიდებლად ახორცილებენ სამეწარმეო საქმიანობას, დანარჩენი კანონის სრული იგნორირებით ვაჭრობდნენ. ძირითადად, დაქირავებული პერსონალი მუშაობდა, რომლებსაც 4 ადამიანი მართავდა"- ეს განცხადება ქალაქის მერმა ჯიხურების აღების კომენტირებისას გააკეთა.

გიორგი ერმაკოვის თქმით, საქმე  უკანონო ვაჭრობას ეხება და არა იმას, თუ ვინ მართავს აღნიშნულ ბიზნესს. "მერიამ ჯიხურებთან დაკავშირებული საკითხი დეტალურად შეისწავლა, დათმობაზე წავიდა და ძველი ჯიხურები ახლით ჩაანაცვლა. ამიერიდან, გოგებაშვილისა და გამსახურდიას ქუჩებზე იმავე რაოდენობის ჯიხურები ვეღარ განთავსდება, ობიექტებს ვერ ჩაამწკრივებენ, როგორც სავაჭრო რიგს" - აცხადებს ერმაკოვი.  

ქალაქის მერი განმარტავს, რომ მათ მოვაჭრეებს ჯიხურების სხვადასხვა ადგილზე განთავსება შესთავაზეს. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან გარემოვაჭრეები. 

მერიამ, გუშინ, 2 საათზე, „საზღვაო ნავსადგურის“ ტერიტორიიდან სუვენირებით მოვაჭრეების ჯიხურები აიღო. პროცესს მოვაჭრეების მხრიდან წინააღმდეგობა და ხმაური მოჰყვა. დღეს მოვაჭრეების აქციამ მერიასთან გადაინაცვლა, მოვაჭრეები ამბობენ, რომ თვითმმართველობა მათ ახალი დიზაინის 25 ჯიხურს სთავაზობს.

ამავე კატეგორიაში