''რასაც გადაწყვეტთ იმის მომხრე ვარ'' - საკონსტიტუციო განხილვაზე პანტნარელი მოხუცი სოციალურ პრობლემებზე ალაპარაკდა

22 მაისი 2017, 00:00 2712 ნახვა

"რასაც გადაწყვეტთ იმის მომხრე ვარ" - ეს რეპლიკა დარბაზიდან სოფელ პარტნარის მკვიდრს ეკუთვნოდა, რომელიც ხულოში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას ესწრება. 

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს იმიტომ უჭერს, რომ მთავრობის მომხრეა, თუმცა იქვე მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და შეწყვეტილ სოციალური დახმარებაზე ისაუბრა: "გამგებელი კი მპირდება აღგიდგება დახმარებაო მარა ჯერ არ მიმიღია. ყოველ დღე ნემსებს ვიკეთებ, ძალიან ავად ვარ. მარტო მე და ჩემი დედაბერი (მეუღლე) ვართ სახლში. ყველგან დავწერე განცხადება, აქ ადგილზე ხულოში, ბათუმში პატარაძესთან, მარა არაა საშველი" ამბობს ბაბუ და აღდგენასთან ერთად ნაცდური დახმარების დარიცხვასაც ითხოვს.  "მაინც კარგი მთავრობა ხართ, კონსტიტუციაც კაი იქნება რასაც მიიღებთ, მე მხარს გიჭერთ" - ასე დაასრულა გამოსვლა. პარტნარელი მოხუცის გამოსვლას პარლამენტარი გია ვოლსკი გამოეხმაურა და დაპირდა, რომ მისი სოციალური დახმარების საკითხი დროულად გაირკვევა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში