ხულოს საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშს განიხილევან

25 მაისი 2017, 00:00 2465 ნახვა

ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშს ამ წუთებში ხულოს საკრებულოს სხდომაზე განიხილევან. დეპუტატები   გამგეობის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2016 წელს გაწეული საქმინობის ანგარიშსაც მოისმენენ.

დღესვე, გახდება ცნობილი, დაამტკიცებენ თუ არა ფერმერებისა და აგრომეწარმეებისთვის ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამას. დეპუტატები ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი მოქალაქეების სიასა და   პეტიციის ფორმაზე  იმსჯელებენ. 

განახლებული:

 ​
ხულოს ბიუჯეტი 14 ათასი ლარით გაიზარდა და საბოლოოდ,  10 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის კორექტირება გარდამავალი ნაშთის და ეკონომიების ხარჯზე განხორციელდა. საკითხზე  დღეს ხულოს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. დეპუტატების ნაწილს შენიშვნები ჰქონდა ბიუჯეტის პრიორიტეტების დაკავშირებით.  მათ სოფლებისთვის თანხების  არათანაბრად გადანაწილება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, თანხების ძირითადი ნაწილი ღორჯომის თემის კეთილმოწყობას ხმარდება, სხვა სოფლებში არსებული ინფრატსრუქტურული პრობლემები კი მოუგვარებელი რჩება.

საფინანსო სამსახურის უფროსის, ნადიმ ვასაძის განმარტებით კი თანხები  ღორჯომის თემის კეთილმოწობასთან ერთად, ხულოს სპორტსკოლის მოწესრიგებაზეც დაიხარჯება. 20 000 ლარით დააფინანსეს ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალსიწინებული ცხრა საკითხი განიხილეს.  სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები არ ესწრებოდნენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში