ხანდაზმულების დახმარების პროექტი

25 მაისი 2017, 00:00 1246 ნახვა

ქედაში, სოციალურად დაუცველ მარტოხელა ბენეფიციარებს  ეტლები და სპეციალური სამაჯურები გადასცეს.  ბენეფიციარები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ, სამაჯურების საშუალებით განგაშის შეტყობინების გაგზავნას შეძლებენ. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია  „დახმარების ეროვნული ფონდი“ ახორცილებს. პროგრამის განხორციელებაში მედიაჯგუფია ჩართული.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დღეს ქედის გამგებელს შეხვდნენ და მარტოხელების მოვლის პროცესში გამგეობის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. „არამობილური ხანდაზმულებისთვის შინმოვლის სერვისის უზრუნველყოფა" - პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი ხანდაზმულთა ცხოვრების შეცვლაა.  

ამავე კატეგორიაში