''ვეფხისტყაოსნის'' უნიკალური გამოცემები

25 მაისი 2017, 00:00 1456 ნახვა

''ვეფხისტყაოსნის'' უნიკალური გამოცემების გამოფენა მოეწყო ბათუმში. საჯარო ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი იყო იშვიათი გამოცემები, მათ შორის - 1899 წელს ბათუმში თავართქილაძის სტამბაში დაბეჭდილი ეგზემპლარი, ასევე - 1888 წლის ''ქართველიშვილისეული'' გამოცემა.

საჯარო ბიბლიოთეკაში სულ 110 გამოცემაა დაცული, მათ შორისაა 8 სხვადასხვა უცხოურ ენაზე თარგმნილიც. გამოფენის პარალელურად გაიმართა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ''ვეფხისტყაოსნის'' უნიკალური გამოცემების გამოფენა რუსთაველის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ღონისძიება დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში გაიმართა.  

ამავე კატეგორიაში