მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება

27 მაისი 2017, 00:00 2100 ნახვა

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევა დაიწყო. გასაუბრება ორი დღე გაგრძელდება. კანდიდატების ნაწილს სამთავრობო კომისიის წევრები დღეს  მოუსმენენ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის სულ 23 კონკურსანტი იბრძვის.

სამთავრობო საკონკურსო კომისია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 5 კანდიდატს შეარჩევს. მათ  მთავრობას წარუდგენს, საიდანაც 3 კანდიდატი შეირჩევა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება, ხოლო სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ერთი კანდიდატი შეირჩევა, რომელიც 10 წლის ვადით ირჩევა. 

ამავე კატეგორიაში