სასტუმრო „ინტურისტზე“ უნებართვო მინაშენი მოხსნეს

28 მაისი 2017, 00:00 3027 ნახვა

სასტუმრო ინტურისტზე დროებითი მინაშენი უკვე მოშალეს. კომპანია „აჭარტურის“ ხელმძღვანელის- ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, დაქირავებულმა სამშენებლო კომპანიამ  მშენებლობის ნებართვაზე განცხადება მხოლოდ მერიაში შეიტანა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

თავართქილაძე გაუგებრობას სწორედ პროცედურების დარღვევას უკავშირებს. „აჭარტური“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიშენების ნებართვის მისაღებად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხვალ მიმართავს. საკითხით დაინტერესებულ პირებს კი ოთხშაბათს საჯარო დისკუსიაზე ეპატიჟებიან.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში