ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა

28 მაისი 2017, 00:00 2084 ნახვა

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრება გრძელდება. კანდიდატურების მთავრობისთვის წარსადგენად შექმნილი სამთავრობო კომისია დღეს კიდევ 12 კანდიდატს გაესაუბრება.

გუშინ გასაუბრება 27 კანდიდატმა გაიარა. გიორგი პაპუაშვილი კიკონკურს საკუთარი ნებით გამოეთიშა. საბოლოოდ 5-კანდიდატიანი სია შედგება, რომელიც სამი კანდიდატის შესარჩევად საქართველოს მთავრობას წარედგინება. დამტკიცებული შემადგენლობა სტრასბურგის სასამართლოს გადაეგზავნება, სადაც  მოსამართლედ ერთი კანდიდატი შეირჩევა. შეგახსნებთ, ეს პოსტი უკვე რამდენიმე თვეა, ვაკანტურია.

კანდიდატების შესარჩევად თავდაპირველად ქართულმა მხარემ კონკურსი გასულ წელს ჩაატარა და სამი კანდიდატი წარადგინა. თუმცა გიორგი ბადაშვილის, ევა გოცირიძის და ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურებიდან სასამართლოში სამუშაოდ არცერთი დამტკიცდა. ამ თანამდებობაზე კანდიდატი 10 წლის ვადით ირჩევა.

ამავე კატეგორიაში