ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა

28 მაისი 2017, 00:00 2316 ნახვა

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრება გრძელდება. კანდიდატურების მთავრობისთვის წარსადგენად შექმნილი სამთავრობო კომისია დღეს კიდევ 12 კანდიდატს გაესაუბრება. გუშინ გასაუბრება 27 კანდიდატმა გაიარა. გიორგი პაპუაშვილი კი კონკურსს საკუთარი ნებით გამოეთიშა.

საბოლოოდ 5-კანდიდატიანი სია შედგება, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინება. დამტკიცებული შემადგენლობა სტრასბურგის სასამართლოს გადაეგზავნება. შეგახსნებთ, ეს პოსტი უკვე რამდენიმე თვეა, ვაკანტურია. კანდიდატების შესარჩევად თავდაპირველად ქართულმა მხარემ კონკურსი გასულ წელს ჩაატარა და სამი კანდიდატი წარადგინა. თუმცა გიორგი ბადაშვილის, ევა გოცირიძის და ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურებიდან სასამართლოში სამუშაოდ არცერთი დამტკიცდა. ამ თანამდებობაზე კანდიდატი 10 წლის ვადით ირჩევა.

ამავე კატეგორიაში