ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა

30 ოქტომბერი 2025, 12:16 443 ნახვა

მუნიციპალიტეტებში ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები მიმდინარეობს. მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, 22 ხმით,  ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ ივანე მაისურაძე აირჩიეს.
ახალი მოწვევის საკრებულოში საკრებულოს წევრთა რაოდენობა ათით შემცირდა და ოცდახუთი გახდა. საკრებულოში უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას, ყველა მაჟორიტარულ ოლქში     გამარჯვებული არიან მმართველი გუნდის წევრები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში