შეფასებები ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაზე

29 მაისი 2017, 00:00 2572 ნახვა

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესმა გამჭვირვალედ ჩაიარა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს კი მიაჩნია, რომ ხუთეული, სამართლიანი პრინციპით არ არის  შერჩეული.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კანდიდატების ნაწილთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არსებობს. სამთავრობო საკონკურსო კომისიამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეებიდან  ხუთი კანდიდატი შეარჩია.

23 შორის კომისიის წევრების შეფასებით ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს ლადო ჭანტურიამ, სოფიო ჯაფარიძემ, შოთა გეწაძემ, თამარ ალანიამ და ირაკლი დონდოლაძემ

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში