ენმ სოც სააგენტოს მიმართავს

30 მაისი 2017, 00:00 2174 ნახვა

განახლებული:

 

მოეხსნა თუ არა სოციალური შემწეობა აჭარაში მცხოვრებ  2 391 ოჯახს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში? ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ამ კითხვაზე პასუხი სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელისგან მოითხოვეს. გუშინ გასაჯაროებული ინფორმაცია ოპოზიციამ უწყებიდან გამოითხოვა. თემურ ქარცივაძემ მათ განუმარტა, რომ საჯარო ინფორმაციაში დასახელებული ციფრები სწორია, თუმცა მისივე მოსაზრებით, რამდენიმე თვის მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავს.

სააგენტოს უფროსის განცხადებით, ცვლილება ოჯახების ხელმეორედ შესწავლამ გამოიწვია. ქარცივაძე ოპოზიციას  შეჯამებულ ინფორმაციას დღის ბოლოს მიაწვდის. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სოციალური მდგომარეობის შეფასების სისტემის შეცვლას ითხოვს.

ამავე კატეგორიაში