უფასო სკრინინგი

14 ნოემბერი 2025, 14:54 420 ნახვა

დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით  ბათუმში, შავი ზღვის მოლში, დიაბეტის უფასო  სკრინინგი  მიმდინარეობს. მოქალაქეებს  შეუძლიათ სისხლში  გლუკოზის დონის განსაზღვრა  სწრაფი  ტესტის საშუალებით , ასევე პირველადი შეფასებისა და რეკომენდაციების მიღება  ადგილზე მყოფი  ექიმებისგან.

ინდივიდუალურ რჩევებთან ერთად  დაინტერესებული  პირები  მედიკოსებისგან   ინფორმაციას  დიაბეტის რისკფაქტორებსა და  ჯანმრთელი ცხოვრების წესთან  დაკავშირებითაც  მოისმენენ. აქტივობა   დიაბეტის პრევენციისა და ადრეული  გამოვლენის მიზნით ,ასევე  საზოგადოებაში  ცნობიერების ამაღლებისთვის ხორციელდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში