შსს-მ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით პარლამენტის მიმართ

17 ნოემბერი 2025, 11:57 295 ნახვა

აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო  ცვლილებები შეიმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დოკუმენტი უკვე წარედგინა საკანონმდებლო ორგანოს. საუბარია ხმოვანი იარაღის გამოყენებაზე, იზღუდება აკუსტიკური იარაღის შეძენაც, გაზის აეროზოლური მოწყობილობის იმპორტი დაექვემდებარება ნებართვას, გაზის აეროზოლური მოწყობილობის შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, გარდა ამისა, ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში