საკრებულოს თავმჯდომარე: “მიქელაძემ შესაძლოა პრემია უკან დააბრუნოს”

31 მაისი 2017, 00:00 2858 ნახვა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი მიქელაძისთვის გაცემული ანაზღაურება დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საკრებულოს სხდომაზე. უკვე ცნობილია, რომ იგი თანხას უკან დააბრუნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა მიქელაძე საქართველოში არ იმყოფება, თუმცა მას ხელფასთან ერთად დაერიცხა პრემია, საწვავისა და სატელოფონო ხარჯები. ლაშა სირაბიძით თქმით, მოადგილის უცხოეთში ყოფნის შესახებ, ის ინფორმირებული არ იყო. ოპოზიცია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. მესამე სექტორში კი ფიქრობენ, რომ შესაძლოა დანაშაულის სავარაუდო ნიშნები იკვეთებოდეს. იურიდიული განყოფილების უფროსის განმარტებით,  სამართლებრივად ირაკლი მიქელაძეს კანონი არ დაურღვევია. 

ამავე კატეგორიაში