ბათუმი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიწყო. პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 570 მილიონ ლარი იქნება, რაც 2025 წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 70 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
პრიორიტეტია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის მუნიციპალური სერვისების, ეკონომიკური და ურბანული განვითარება.
მოქალაქეების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროექტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა წარედგინოს. მანამდე კი შეხვედრები სულ 10 ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.
