პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ

26 ნოემბერი 2025, 12:33 316 ნახვა

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დაიწყო. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესის ფარგლებში იმყოფება.

ირაკლი კობახიძემ არაბულ ინვესტიციაზე საუბრისას განაცხადა, კომპანია მსოფლიოში კარგი რეპუტაციით სარგებლობს.

„ემაარი“, „იგლ ჰილსი“ არის ე.წ. დუბაის სასწაულის შემოქმედი. სწორედ მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად გაიზარდა რამდენჯერმე დუბაის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკონომიკური პოტენციალიც. ასეთ კომპანიას რეპუტაციას უწუნებენ ძალიან მძიმე, მათ შორის ბიზნეს და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას. საზოგადოებისთვის ალბათ ყველაფერი ნათელია. როცა გაივლით დუბაის ცენტრში ნახავთ, რომ სწორედ ამ კომპანიის აშენებულია შენობების დაახლოებით 80 პროცენტი, მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, ბურჯხალიფა. გასაგებია, როგორიცაა ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაცია. თუმცა, აქაც ახერხებენ ოპონენტები, რომ რეპუტაცია დაუწუნონ კომპანია „იგლ ჰილსს“ და „ემაარს“, - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც.

„საუბარია ასეთი ტიპის კომპანიაზე, რომელსაც ძალიან მძიმე, მათ შორის ბიზნესწარსულის და პოლიტიკური წარსულის ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას. საზოგადოებისთვის ალბათ ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით. როდესაც გაივლით დუბაის ცენტრში, ნახავთ, რომ სწორედ ამ კომპანიის აშენებულია შენობების დაახლოებით 80%. მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა. გასაგებია, როგორიც არის ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაცია, თუმცა, აქაც კი ახერხებენ ამ საინვესტიციო პროექტის ოპონენტები, რეპუტაცია დაუწუნონ კომპანია Emaar-ს და Eagle Hills-ს. გარდა იმისა, რომ ეს კომპანია არის დუბაის სასწაულის უშუალო შემოქმედი, მას წარმატებით აქვს განხორციელებული პროექტები არაერთ სხვა ქვეყანაში და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი.

"მხარეების ვალდებულებებთან დაკავშირებით საზოგადოებას უკვე გავაცანით დეტალური ინფორმაცია. პირველ რიგში, ფუძნდება ერთობლივი კომპანია, წილის მესამედი ეკუთვნის ამ კომპანიაში საქართველოს სახელმწიფოს, ორი მესამედი ეკუთვნის კომპანია Eagle Hills-ს. აქ, ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, როდესაც საქმე ეხება ურთიერთობებს და ვალდებულებებს, საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ. ქართული სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ შევდივართ მიწით, მიწის ნაკვეთებით, ამ პროექტში და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, არავითარი გარანტიის ვალდებულება პარტნიორი კომპანიის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთლიანად ხელშეკრულების შინაარსზე შევიქმნათ საერთო წარმოდგენა.

რაც შეეხება ინვესტორის ვალდებულებას, ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი. ვალდებულებები მთლიანად არის პარტნიორი კომპანიის მხარეს. კიდევ ერთხელ, არავითარი ვალდებულებები, არავითარი ფინანსური გარანტია და არავითარი სპეციალური პირობები პარტნიორი კომპანიისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარია ხელშეკრულების შინაარსის გამჭვირვალობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე ოპონენტების მხრიდან მრავალი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა.

„ათასი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისი დაკარგავს თავის ფილტვებს და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია, მკაფიოდ განვუმარტოთ საზოგადოებას, რომ არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ. რაც შეეხება გონიოს, გონიო საერთოდ არ არის გამწვანებული და ის სივრცე, სადაც არ არის მწვანე ნარგავები დღეს, გამწვანდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა. აქედან გამომდინარე, არათუ არ შემცირდება მწვანე სივრცეების მოცულობა გონიოში და კრწანისში, არამედ პირიქით, ეს სივრცეები გაიზრდება. რაც შეეხება კრწანისის ტყე-პარკს, რომელსაც ჰყავდა ძალიან ცოტა სტუმარი, ტყე-პარკში 90-იანი წლებიდან მოყოლებული შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. ტყე-პარკი ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, თბილისის მერიას ჰქონდა წინასწარი გაანგარიშება რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის და სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია იგლ ჰილსი იმ პროექტის ფარგლებში, რომელთან დაკავშირებითაც საინვესტიციო ხელშეკრულება დაიდო. არათუ არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება, ამ სივრცეს დაემატება ახალი მწვანე სივრცეები და თუ ადრე ძალიან ცოტა თბილისელი და ჩვენი თანამოქალაქე სტუმრობდა კრწანისის ტყე-პარკს, ეს სივრცე იქნება ღია ჩვენი ყველა თანამოქალაქისთვის და ესეც მნიშვნელოვანი ასპექტია. დღევანდელი მდგომარეობის ნაცვლად, იქ მისვლა იქნება ძალიან სასიამოვნო თითოეული თბილისელისთვის და ესეც იქნება ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი გვერდითი ეფექტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, გარემოს ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი უწყებები ასევე განახორციელებენ პროექტის სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას და აქაც დაცული იქნება კანონით დაცული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის საჯარო განხილვების კუთხით.

 
 
 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში